ტელევიზია

იმედი, მაესტრო და GDS ვერ მაუწყებლობენ

იმედი, მაესტრო და GDS ვერ მაუწყებლობენ, ამის შესახებ იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"სამწუხაროდ, ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგში შემავალი მაესტრო და GDS ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას. სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას. ქრონიკის მთავრი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე!" – წერს ჩიხლაძე.

კომენტარები