ჩანაწერები

ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: დაზარალებულები ვართ ჩვენ

დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან პირველი კითხვა, რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ, კერძო პირს მაშინ, იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე. რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. არც პოლიტიკური პარტია არსებობდა მაშინ, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში ჩართული, შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს. 

ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ყველა ტოტალური მოსმენების მსხვერპლი ვიყავით და კონტროლის ქვეშ. ესაა გამოსაძიებელი. რატომ გვისმენდნენ, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი საუბრების. დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელმაც თქვა, რა ვითარებაში მოხდა გასაუბრება ანზორ ჩუბინიძესთან. ერთი ფაქტი მომიყვანეთ, ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან თუ ვინმეს რამე გსმენიათ, ან ფაქტი იცით, გთხოვთ, რომ დამისახელოთ. ბატონმა ანზორმა განმარტა, რომ მოხდა უბრალოდ გასაუბრება, მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ, იმიტომ, რომ მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ემუქრებოდა ლიკვიდაციით ბერა ივანიშვილს, იყო უამრავი მუქარა და უამრავი შეურაცხყმყოფელი მუქარა. აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ანზორ ჩუბინიძის, რომ გამოეკვლია, პოლიციის ჩართულობით, მათ შორის. მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს.  

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნაცმოძრაობის დროს ასეთი დანაშაული რომ მომხდარიყო, გამოიძიებდნენ, თუ არა არა ამ დანაშაულს და დატოვებდნენ თუ არა გაუხმაურებელს? 

არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა

თითქმის ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველის მიერ გავრცელებულ რეზონანსულ ჩანაწერებს. 

კომენტარები