კომენდანტის საათი

ტიკარაძე: კომენდანტის საათის 22:00-მდე გადაწევას მხარს არ დავუჭერდი, ძალიან ბევრი დავთმეთ

არა, მე ამას მხარს არ დავუჭერდი, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს ძალიან ბევრი დათმობა, ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი რისკი ჩვენს თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას, ჩვენ დაგვრჩა რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში.

უნდა ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19:00-სა და 20:00-ზე იწყება ეს შეზღუდვები, აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ 21:00 ეს არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვის 22:00-მდე გადაწევას თუ დაუჭერდა მხარს.

კომენტარები