ვაქცინაცია

გაბუნია: ასტრაზენეკათი 43 000 ადამიანს ავცრით და მეორე დოზას 8-12 კვირაში გავუკეთებთ

მარტში ჩვენ რასაც მივიღებთ, ასტრაზენეკას 43 000 და ფაიზერის 29 250 დოზა, სრულად დაფარავს 57 000 ადამიანს. ეს არის ის სამიზნე კონტინგენტი, რომელიც გეგმის თანახმად, განსაზღვრული გვყავს ჯანდაცვის  მუშაკებისთვის.

ფაიზერი განკუთვნილია 14 000 ადამიანისთვის, გაიყოფა ორად ის რაოდენობა, რომელიც შემოვა და მეორე დოზას იმავე მარაგიდან გავაკეთებთ.

რაც შეეხება ასტრაზენეკას, ის გაკეთდება 43 000 პერსონალისთვის, და აპრილში მოსაწოდებელი დოზებიდან მოხდება მეორე დოზის უზრუნველყოფა. აქ 8-დან 12 კვირამდეა რეკომენდებული ინტერვალი აცრებს შორის, ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი, პირველი ჯგუფი...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში. როგორც წესი, ასტრაზენეკას ვაქცინას ქვეყნები ორ ეტაპად, 28-დღიანი დაშორებით აკეთებენ, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 8-12-კვირიან ინტერვალს უწევს რეკომენდაციას. კლინიკური ცდები აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 62-90% შუალედში მერყეობს.

კომენტარები