მიანმარი

მიანმარის სამხედრო ხუნტამ სან სუ ჩის $600 000-ის მითვისების ბრალდება წაუყენა

აუნ სან სუ ჩი

2 მარტის ბრალდებების შემდეგ, მიანმარის სამხედრო ხუნტამ დაკავებულ დეფაქტო ლიდერ აუნ სან სუ ჩის ახალი ბრალდებები წაუყენა. 

სამხედრო ხუნტა აუნ სან სუ ჩის $600 000-ისა და დიდი რაოდენობით ოქროს მითვისებაში სდებს ბრალს. 

სამხედრო ხუნტას მტკიცებულებები ჯერ არ წარუდგენია.

პარალელურად მიანმარში საპროტესტო აქციები გრძელდება. გასულ დღეებში სამთავრობო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები