ტექნოლოგიური გიგანტები

Facebook-ი მოითხოვს, სასამართლომ ანტიმონოპოლიური საქმის წარმოება შეაჩეროს

ფოტო: futurumresearch.com

Facebook-მა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და შტატებმა შეაჩერონ კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური საქმის წარმოება. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კომისიამ ვერ მოახერხა იმის დამტკიცება, რომ Facebook-ს აქვს მონოპოლია, ჩართულია ანტიკონკურენტულ ქმედებებში ან ზიანს აყენებს მომხმარებლებსა და სხვა ინტერნეტპლატფორმებს. 

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და შტატებმა Facebook-ი ანტიკონკურენტულ ქმედებებში დაადანაშაულეს. მათი ინფორმაციით, კომპანია კონკურენტების შესაზღუდად არაკანონიერ მეთოდებს იყენებდა. 

Facebook-მა სავაჭრო კომისიის სარჩელის გამო უკმაყოფილება გამოხატა და თქვა, რომ სარჩელი მთლიანად დაფუძნებულია Facebook-ისადმი კრიტიკულ განწყობაზე და მას რეალურად არავითარი კავშირი არ აქვს ანტიმონოპოლიურ საკითხებთან. 

საკითხს გამოეხმაურა ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი, ლეტიტა ჯეიმსი. 

"ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ საქმეში და სწორედ ამიტომ შემოგვიერთდა თითქმის ყოველი შტატი ამ ორპარტიულ სარჩელში, რათა Facebook-ის უკანონო ქმედებები დავასრულოთ". – თქვა მან. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, შტატების სასამართლოებში Facebook-ის წინააღმდეგ ათეულობით სარჩელია შეტანილი. 

კომენტარები