ჩანაწერები

ელისო ბოლქვაძე უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე, ბერას სიმღერას დემონსტრაციულად უსმენდა

sputnik-georgia.com

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი ელისო ბოლქვაძე უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე ბერა ივანიშვილის სიმღერას, მანქანაში, დემონსტრაციულად უსმენდა. 

კადრებს მთავარი არხი ავრცელებს. 

გუშინ, 9 მარტს ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა მისი ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პირველი კომენტარი,  სამთავრობო არხ იმედზე  გააკეთა. როგორც ბერა ივანიშვილმა თქვა, თუ ვინმე დედას შეაგინებს, დღესაც აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. 

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

 

კომენტარები