მთავრობის ადმინისტრაცია

პოლონეთში საქართველოს ელჩი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს

პოლონეთში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს. ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა.

ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე - საგანგებო დავალებათა ელჩი. პოლონეთში საქართველოს ელჩის პოსტს ის 2017 წლის ივლისიდან იკავებდა. დიპლომატიური მისია მან ორი დღის წინ დაასრულა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ პოსტი გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, დანიშვნიდან სამ კვირაში დატოვა.

კომენტარები