ჩანაწერები

ჯაფარიძე ჩანაწერებზე: პროკურატურის განცხადებით ჩანს, თუ რა პანიკაა ხელისუფლებაში

ძაან აშკარა არის, თუ რა პანიკაა სინამდვილეში შიგნით. ეს პანიკა იგრძნობა და მათ შორის ჩანს იმაშიც, რომ პრემიერი, რომელიც 2 დღის დანიშნულია და 2 დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან "კაჩაობდა", ჟარგონს ვიხმარ, გამქრალი არის საერთოდ და არ გამოჩენილა, ანუ ძალიან ნათლად აჩვენებს რომ პანიკა არის და ამ პანიკის შედეგად, იმის გამო, რომ რაღაც წნეხი იყო - აბა, რას შვებით, რატომ არ იწყებთ გამოძიებას და რატომ რეაგირება არ არის საერთოდ, მოიფიქრეს რაღაც გამოსავალი და დადეს რაღაც  განცხადება, რომ დავიწყეთ გამოძიება ამაზე. პანიკის ინდიკატორი იმდენად არ ვიცი, ვინმეს თუ სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ესენი, თუნდაც ის, რომ სისულელეზე დაიწყეს გამოძიება და ამას ბოლომდე მიიყვანენ, ამას გამოიძიებენ და ვინმეს დასჯიან, მე ეგეთ ადამიანს არ ვიცნობ...

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მთავარი არხის ჟურნალისტთან ისაუბრა. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ, კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები