ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან, ეს იყო მცდელობა, ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიის და სიწმინდისა...
მარტვილის ეპარქია
მამა ჯაღმაიძე: ეს იყო ეპარქიაში შეჭრის მცდელობა, მსგავსი რამ კომუნისტების მერე არ მომხდარა
tbl.ge/5gd4
დაკოპირდა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომ შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩატყდა და ათამდე ჟურნალისტი გადაცვივდა. მათი ნაწილი დაშავდა.
მარტვილის ეპარქიაანდრია ჯაღმაიძემრევლიმეუფე სტეფანემიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილისტეფანე კალიჯაიშვილი