სტეფანე კალიჯაიშვილი

მეუფე სტეფანე: უბრალოდ, ვგალობდით, რომ სიტუაცია დაწყნარებულიყო

"აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟურნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია. დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა". - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე თქვა. ეპარქიის აივნიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ, მათი ნაწილი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

"არაფერი ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჩემი მხრიდან ან ჩემი კურთხევით არ ყოფილა. მე ჩავიწერე ყველა კითხვა, რისთვისაც უნდა გამეცა პასუხი. ამ ხალხმა დაიწყო ყვირილი, მეორე ფლანგი ჰყავდათ კარებთან. დაიწყეს ყვირილი და არ მომცეს სიტუაცია, წყნარ სიტუაციაში მესაუბრა. ეს ხალხი არის სულ სხვა ხალხი. ეს მრევლი არ არის, წინასწარ მომზადებულია სცენარი, რაც დღეს უნდოდათ განხორციელება და მამები არიან აქ, რომლებიც დაადასტურებენ. ასევე გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, ვინ როგორ იქცევა. ჩემს გადაყენებას რატომ ითხოვენ, მაგათ ჰკითხეთ. ესენი შეთქმულები არიან". - ამბობს მეუფე სტეფანე.

მარტვილის ეპარქიის აივნიდან ჟურნალისტები დღეს, 8 მარტს გადმოცვივდნენ.  ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს.

ასევე, დაშავდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას და POST TV-ის წარმომადგენლებიც.

კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

კომენტარები