ჩინეთი

თებერვალში ჩინეთის ექსპორტი წლიური 155%-ით გაიზარდა

DW

2021 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის ექსპორტი 154.9%-ით გაიზარდა, იმპორტი კი – 17.3%-ით. 

ერთობლივად იანვარ-თებერვლის პერიოდში ქვეყნის ექსპორტი, 2020 წლის პირველ ორ თვესთან შედარებით, 60.6%-ით გაიზარდა. ჩინურ ნაწარმზე ძლიერი მოთხოვნა ევროკავშირში მიმდინარე საწარმოო პროცესებსა და შეერთებული შტატების ეკონომიკის ფისკალურ სტიმულირებას უკავშირდება. 

ჩინეთის სავაჭრო ბალანსი, 2021 წლის იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, $103 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველ ხანებში ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 9.7%-ით შემცირდა, 2021 წლის თებერვალში დაფიქსირებული აქტივობა 2018-2019 წლების მონაცემებს საშუალოდ 20%-ით აღემატება.

ჩინეთის ეკონომიკა გასულ წელს 2.3%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 44 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკის 6%-იან ზრდას მოელიან. 

კომენტარები