ჩანაწერები

ჩუბინიძე: იუმორის გარეშე ვერ მივიღებ, რომ დღეს ანზორ ჩუბინიძე ბავშვებს დასდევს

ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო, ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის, კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს თვითონ ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის დისკრედიტაცია, ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების. 

ასე ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე TV პირველის ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

კომენტარები