NFT

Twitter-ის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის, პირველი პოსტი აუქციონზე $2.5 მილიონად იყიდება

Twitter-ის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯეკ დროსი პლატფორმაზე 2006 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ თავის პირველ პოსტს აუქციონზე ყიდის. პოსტის ღირებულებამ უკვე 2.5 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ ფასად მისი ყიდვა Bridge Oracle-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, სინა ესტავის სურს.

დორსის პირველი პოსტი უნიკალური ტოკენის (Non-fungible token) სახით იყიდება. ამ სახის ტოკენი ციფრული ფაილია, რომლიც ციფრული ხელმოწერასავით მუშაობს და ადასტურებს, ვის ეკუთვნის ინტერნეტში განთავსებული მედია-კონტენტი.

Valulables @Cent-ის პლატფორმის თანახმად, Twitter-ზე განთავსებული პოსტის შეძენა ნიშნავს, პოსტის "ციფრული სერთიფიკატის შესყიდვას, რომელიც უნიკალურია, ვინაიდან შემქმნელის მიერ არის ხელმოწერილი და დადასტურებული".

"არსებობს პოსტის მხოლოდ ერთი, უნიკალური, ხელმოწერილი ვერსია და თუ შემქმნელი მის გაყიდვაზე დათანხმდება, შეიძლება ის სამუდამოდ გახდეს თქვენი". - განმარტავს პლატფორმა.

პოსტის გაყიდვის შემდეგაც დორსის პოსტი Twitter-ზე დარჩება და მისი ნახვა ყველასთვის იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები