მისი [ესებუას] დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად, ერთი სამი კვირის წინ დავაკავეთ თორმეტი წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულზე ძებნილი. თორმეტი წელი იყო ძებნაში, ნუ, მოხდა შემთხვევა და დავაკავეთ. მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები და დავაკავეთ ეს ადამიანი. მე საერთოდ არ მიყვარს ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, მე ამ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ, არ ვიძახი ამას და არასდროს არ მითქვამს მე, რომ ესებუას მაქსიმუმ ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიძახი მაგას, არ ვიცი, როდის დავაკავებთ.
tbl.ge/5g7g
დაკოპირდა

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს.
ამავე თემაზე
- გომელაური: ესებუა შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება – ვერა
- გომელაური: ბადრი ესებუას ვეძებთ და როცა დავიჭერთ, მოგახსენებთ აუცილებლად
- ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ბადრი ესებუას მამა: ბადრი ჩემთვის მკვდარია, მისი უდანაშაულო ძმა ციხეშია, ცოცხლად დაგვმარხა
- გომელაური: ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ – ისვენებს