კორონავირუსი და შეზღუდვები

თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი – PCR ტესტით შემოსვლა კიდევ 4 ქვეყნიდანაა შესაძლებელი

საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს კიდევ ოთხი ქვეყნიდან შეეძლებათ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით საქართველოში ჩამოფრენა. ეს ქვეყნებია – თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ვიზიტორები მესამე დღესაც ვალდებულები  არიან, ტესტირება ჩაიტარონ. განკარგულებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მოაწერა ხელი.

ეს რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები.

კომენტარები