ტექნოლოგიური გიგანტები

ბრიტანეთში Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

ფოტო: pymnts.com

გაერთიანებულ სამეფოში კომპანია Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

Apple-ს მცირე ბიზნესი და ვებ დეველოპერები მონოპოლიურ ქმედებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. 

ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანო გამოიძიებს App Store-ის სამომხმარებლო პოლიტიკას, რომელიც მკაცრ რეგულაციებს უწესებს ვებ დეველოპერებსა და აპლიკაციებს. 

ორგანოს წარმომადგენლის თქმით, საჩივარი იმის შესახებ, რომ Apple-ი ბოროტად იყენებს საბაზრო პოზიციას არასამართლიანი პირობების დასადგენად და კონკურენციის შესაზღუდად, საჭიროებს სათანადო გამოძიებას.

"ბრიტანეთი შემოუერთდა იმ მარეგულირებლების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც Apple-ის App Store-ზე განხორციელებულ პრაქტიკებს იძიებენ". – თქვა კომპანია Spotify-ის წარმომადგენელმა.

კომპანია Apple-ის წინააღმდეგ გამოძიებები აშშ-ში, ევროკავშირსა და ავსტრალიაშიც მიმდინარეობს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია Facebook-ის სარჩელი

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი Apple-ს ორმაგი სტანდარტების დაწესებასა და სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, Apple-ი რეგულარულად არღვევს წესებს და ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. 

Apple-ის კრიტიკოსთა შორისაა კომპანია Epic Games, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი ვიდეოთამაში Fortnite. ამ შემთხვევაშიც, Apple-ს ანტიკონკურენტულ ქმედებაში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით კი საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით.

კომენტარები