აფეთქება

ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

უწყების ცნობით, აფეთქებას ხანძარი ან ნგრევა არ მოჰყოლია. 

აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე სამაშველო დახმარების მანქანებია მობილიზებული. 

კომენტარები