ავსტრია - რუსეთი

ავსტრიის ყოფილი კანცლერი კერნი რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს ერთერთი წევრი გახდა

President of Russia

პოლონური სიახლეების ვებგვერდის Niezalezna ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთერთი წევრი ავსტრიის ყოფილი კანცლერი კრისტიან კერნი გახდა.

კერნის სახელი 16 ივლისს რუსეთის რკინიგზის კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოჩნდა, როგორც "რკინიგზის ღია სააქციო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს" დამოუკიდებელი წევრი.

მანამ, სანამ კრისტიან კერნი ავსტრიის კანცლერი გახდებოდა, 2010 წლიდან ის ავსტრიის ნაციონალური სარკინიგზო სისტემის ხელმძღვანელი იყო.

2017 წელს, როდესაც კერნი კანცლერის თანამდებობას იკავებდა და სანქტ-პეტერბურგში ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, მან თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციები ავსტრიას ქვეყნის მშპ-ის 0.3% უჯდებოდა. 

2016 წელს ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კერნი კანცლერის კანდიდატობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც ქვეყნის წინა კანცლერმა ვერნერ ფეიმანმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. ავსტრიის კანცლერი კერნი თანამდებობას 2016-2017 წლებში იკავებდა. 2018 წლის შემოდგომაზე მან თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა.

ჰანს იორგ შელინგი, რომელიც ფეიმანისა და კერნის კანცლერობის დროს ავსტრიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2018 წლის მარტში გაზპრომში მრჩევლად დანიშნეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსეთის ნავთობის კომპანიის რონსეფტის ერთერთ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამჟამად ის კომპანიაში Nord Stream აქციონერთა საბჭოს ხელმძღვანელობს.

კომენტარები