ეკონომიკა

იქმნება კომისია, რომელმაც გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა უნდა შექმნას

საქართველოს მთავრობა

მთავრობა ქმნის ახალ სახელმწიფო კომისიას, რომელმაც ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების გეგმა უნდა წარმოადგინოს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. 

საუბარია ქვეყნის გრძევლადიანი განვითარების ეკონომიკურ გეგმაზე, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატის რანგში ისაუბრა. ღარიბაშვილი ამბობდა, რომ შესახებამის გეგმას დამტკიცებიდან 100 დღეში წარმოადგენდა. 

ღარიბაშვილის თქმით, კომისია გეგმის შემუშავებაზე უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს და უკვე მზა სტრატეგიას მაისის ბოლოს წარმოადგენს. პრემიერმინისტრის, თქმით გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღეს კერძო სექტორიც და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტები. 

"ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ ჩვენი მთავარი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და სწორედ ჩვენი ერთიანი ძალისხმევა, რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად, ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული, და არა უსაგნო, უშინაარსო პილიტიკურ კინკლაობაზე და ურთიერთდაპირსიპირებაზე",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკი ბოლო 1994 წლის შემდეგ, ყველაზე მძიმე რეცესიაშია. წინასწარი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. კლება გაგრძელდა მიმდინარე წელსაც, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. 

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.3%-ით შემცირდა, რაც კიდევ უფრო აუარესებს ეკონომიკის აღგენის მოლოდინს. საუკეთესო შემთხვევაში წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ს გაუტოლდება. 

 

 

 

კომენტარები