ვაქცინაცია

ცერცვაძე: ჩვენი სახელმწიფო ალბათ უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელის

ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის [...] ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო 1 კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 000-ზე ქვემოთ არ ჩამოდის. ისრაელი ჩვენზე სულ ორჯერ დიდია, ჩვენ 4 მილიონი ვართ, იქ 9, ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა, ხან 100, ხან 200... ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ცერცვაძე ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინის ეფექტურობას – არა! მე ეჭვქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არაა და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული... მე ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. ცუდი რამე ვთქვი და ათასი ვინმე შემომედავება, მაგრამ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ახალი. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი...

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები