კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 461 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 22 900 ტესტი

iStock [illustration]

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 22 900  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 163 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.01 %-ია.

ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან თბილისში  250 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 7, იმერეთში - 57, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 35, გურიაში - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 30, კახეთში - 29, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 149 -  Covid-სასტუმროებში, ხოლო 515 - სახლში. 

მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 97, აჭარაში - 30, იმერეთში - 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პაციენტი, მათგან თბილისში - 70, აჭარაში- 4, იმერეთში - 12.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 497 ადამიანი.

1-ლი მარტის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 271 379  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან  265 686 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 532 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა. 

კომენტარები