ვაქცინაცია

ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკაზე: ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ მთავრობაში

ამ კრიტიკას ნამდვილად არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ და საბჭოს ფორმატში ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და იმ საკითხსაც, მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს ამ გლობალური პანდემიის დროს, თუ რომელიმე ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს ვაქცინას მისცემენ თუ არა, ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ ერთობლივად მთავრობაში...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რ2-ის ეთერში ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას პასუხობს. ამირან გამყრელიძის შვილმა BMG-სთან საუბრისას თქვა, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისრაელის მსგავსად უნდა იმოქმედონ და ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას არამარტო ელჩების დონეზე უნდა ვხედავდეთ.

კომენტარები