შარლ მიშელის ვიზიტი

სამადაშვილი: მივიღეთ დაპირება, ევროკავშირი კრიზისის დასაძლევად ყველა გზით ზეწოლას მოახდენს

ფორმულა

"ის დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეც". – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

სამადაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დეტალური საუბარი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ახალ არჩევნებზე, როგორც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე.

"ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი როგორც იმაზე,  თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსვლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების თემა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება ახალი, დემოკრატიული განახლებული პროცესი და ეს პროცესი შეიძლება იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვქონდა საუბარი ძალიან დეტალური ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე ჩვენ როგორ ვხედავთ გამოსავალს". – თქვა სამადაშვილმა

სამადაშვილის თქმით, ოპოზიციამ მიიღო დაპირება, რომ ევროკავშირი აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში და განახორციელებს ყველა შესაძლო ზეწოლას, მათ შორის მთავრობაზეც.

 "ის დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის, რა თქმა უნდა ხელისუფლებაზეც, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ შეუძლებელია, მძევლად აყავდეს ადამიანები ხელისუფლებას და აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს საუბრობდეს დიალოგზე. ეს არის თავისთავად აბსურდული მოცემულობა, ეს მათ ესმით ძალიან კარგად". – ამბობს სამადაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

კომენტარები