შარლ მიშელის ვიზიტი

ბაქრაძე: მიშელთან ვისაუბრებთ კრიზისზე და ჩიხიდან გამოსავალზე, რომელშიც "ოცნებამ" შეგვიყვანა

შარლ მიშელთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება, აქ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და იმ ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა, რომელშიც მთელი ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ. გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ამისთვის ვართ მზად ოპოზიცია, მაგრამ დიალოგი არ და ვერ იქნება ცარიელი სიტყვები, დიალოგს სჭირდება შედეგზე ორიენტირებული გარემო, ხოლო ეს გარემო დაანგრია ხელისუფლების ნაბიჯებმა, პოლიტიკურმა დევნამ, ნიკა მელიას დაპატიმრებამ, უფრო ადრე გაყალბებულმა არჩევნებმა...

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. მიშელი ოპოზიციური პარტიის წევრებს ხვდება. 

კომენტარები