შარლ მიშელის ვიზიტი

ბოჭორიშვილი: ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით

მარიამ ბოჭორიშვილი

"მოდით, ნუ შევხედავთ ამ ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით და ნუ განვიხილავთ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში მხოლოდ ძალიან ვიწრო ჭრილში".- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტზე. 

"ვიზიტს, რა თქმა უნდა, ექნება ის კომპონენტიც, რომელიც შეეხება შიდაპოლიტიკურ ვითარებას და განხილული იქნება ეს საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა ვიზიტს აქვს იმ საგარეო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება".- ამბობს ბოჭორიშვილი. 

შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 28 თებერვალს ჩამოვა. ოფიციალური შეხვედრები ხვალ არის დაგეგმილი. მიშელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე დაგეგმილია 2 საათიანი დახურული შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა. ის საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

კომენტარები