ვაქცინაცია

ღარიბაშვილი: მერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად

[...] მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი დოზა არ შემოსულა და არც ზუსტი თარიღია ცნობილი, როდის დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაცია. ფაიზერის ვაქცინის 30 000-მდე დოზა თებერვლის მეორე ნახევარში უნდა ყოფილიყო საქართველოში, თუმცა, მოწოდება, მინიმუმ, მარტის ბოლომდე გადაიდო. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგების ცნობით, ქვეყანა პირველს ასტრაზენეკას ვაქცინას მიიღებს, "თუ არ დაგვაღალატეს".

კომენტარები