ეკონომიკა

აშშ-ში ნახმარი ავტომობილების ფასი რეკორდულად იზრდება

Axios

აშშ-ს ავტომობილების ბაზრებზე, მეორეული მანქანების ფასი 2020 წელს, საშუალოდ, 14%-ით გაიზარდა.

კორონავირუსის პანდემიამ ამერიკის საავტომობილო ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია – გასული წლის განმავლობაში როგორც ახალი, ისე ნახმარი ავტომობილების ფასები დრამატულად გაიზარდა. 

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში, აშშ-ში წარმოებული ახალი ავტომობილების ფასი 6%-ით გაზარდა, ნახმარისა კი კიდევ უფრო მეტად – 14%-ით. ექსპერტთა თქმით, ეს ყველაზე სწრაფი ზრდაა გასული დეკადების განმავლობაში. 

გაძვირების მიზეზი მარტივი ეკონომიკური ანალიზით იხსნება: პანდემიის პირობებში ავტომობილების წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდულმა მუშაობამ კერძო მანქანებზე მოთხოვნა გაზარდა. თუ ამ ყველაფერს კრიზისით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებსაც დავუმატებთ, მოხმარებლებმა არა მხოლოდ მანქანების, არამედ იაფფასიანი, ნახმარი მანქანების შესყიდვა ამჯობინეს. მოთხოვნა-მიწოდების კანონის თანახმად კი, რაც რაც უფრო დეფიციტური და თან, მოთხოვნადია პროდუქტი – მით მეტია მისი ფასი. 

ანალიტიკოსების აზრით, ფასები კიდევ გაიზრდება და ტემპი კი მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება. ზრდა კიდევ უფრო დრამატული ხდება, თუ წინა წლების მონაცემებსაც გამოვიყენებთ – 2017 წლიდან დღემდე, ნახმარი ავტომობილების ფასი აშშ-ს ბაზრებზე 21.5%-ით გაიზარდა:

Apnews

 

კომენტარები