სალომე ზურაბიშვილი

"საუბრები ორბელიანების სასახლეში" – პრეზიდენტის ინიციატივით დისკუსიების ციკლი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დღეიდან დაიწყო დისკუსიების ციკლი – "საუბრები ორბელიანების სასახლეში". ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დისკუსიების ციკლი შეეხება ეროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემებს და მათ ნახვას შეძლებთ ორბელიანების სასახლის ოფიციალურ youtube არხზე.

კომენტარები