ვახო სანაიაზე თავდასხმა

ღარიბაშვილი სანაიაზე: სახელმწიფოს პასუხი ადეკვატური იქნება, დამნაშავეები აგებენ პასუხს

მსურს, გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს.

კომენტარები