OMV

საქართველოში OMV-ის შვილობილი კომპანია შემოდის

omvpetrom.com

ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი კომპანია OMV ი საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას დაიწყებს.

დღეს ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამის საფუძველზე, საქართელოში  OMV-ს შვილობილი კომპანია  OMV PETROM შემოვა.

ხელშეკრულება გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი  5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

ამის შესახებ ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

"ის ფაქტი, რომ ასეთი  მსხვილი დიდი ჯგუფი პანდემიისდა მიუხედავად შემოდის საქართველოში, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ  ჩვენი საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია  შოკების მიმართ, რომ პანდემიამაც ვერაფერი დააკლო".- განაცხადა ნათია თურნავამ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად  შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა  OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ- და სამგანზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების  შედეგებზე

 

 

კომენტარები