თბილისის მერია

თბილისის მერია: გზებზე 500 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა, სამუშაოებს ვაგრძელებთ

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში წუხანდელი ღამიდან უწყვეტად მიმდინარეობს გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოები.

მერიის ცნობით, გაიწმინდა იპოდრომის გზა, მარჯვენა სანაპიროს გზის ნაწილი იუსტიციის სახლთან, თბილისის ზღვის მიმდებარე გზა, მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი, ნუცუბიძის პლატო, ლისის ტბასთან მისასვლელი გზები, ნუცუბიძის პლატო, ჭავჭავაძის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რობაქიძის, თამარ მეფის, მარშალ გელოვანის გამზირები, ვახუშტის ხიდთან და მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე  პანდუსები, მაჭავარიანის, მელიქიშვილის, ბარნოვის, პეტრიაშვილის, შანიძის, აბასთუმნის, ბაქრაძის, მუხრანის, ქავთარაძის, ცინცაძის, გურამიშვილის, ჟვანიას, ჯიქიას, ჩარგლის, გუდამაყრის, ქსნის, ბერძენიშვილის, რაზმაძის, არაყიშვილის, რიგის, ჯაფარიძის, ბერი გაბრიელ სალოსის, უნივერსიტეტის, გრიბოედოვის, კუტუზოვის, ქერჩის, თამარაშვილის, ბაქრაძის, თავხელიძის, რჩეულიშვილის, პუშკინის, ბოჭორმის, იალბუზის, მიცკევიჩის, საირმის, ქუთათელაძის, მცხეთის, აბაშიძის, მიშველაძის, მაყაშვილის ქუჩები, ასევე, თბილისს შემოერთებული ტერიტორიები: კოჯორი, ბეთანია, კიკეთი, სამადლო, წყნეთი, ტაბახმელა.

ასევე, ტექნიკური მარილი დაიყარა მეტროს შესასვლელებში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან და ავტობუსის გაჩერებებზე.

მერია აცხადებს, რომ გზებზე ჯამში 500 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები