საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ტაბულა

27 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, თუმცა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამის ბრიფინგზე თქმა გამორჩა. 

"ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა". – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ასევე, ხვალიდან, 25 თებერვლიდან, მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

კომენტარები