ნიკა მელიას დაკავება

პრესსამსახური: პრეზიდენტმა სიტუაციიდან გამოსვლის გზები ელჩებთან განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. 

"პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები". – წერია განცხადებაში. 

სალომე ზურაბიშვილს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები