ნიკა მელიას დაკავება

პავილიონისის მოწოდება: ახლა დემოკრატიული დასავლეთი უნდა მობილიზდეს

ჟიგიმანტას პავილიონისი
The Lithuania Tribune

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას.

"ჩვენ ახლა დემოკრატიული დასავლეთი უნდა მოვაბილიზოთ, ბენ. თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ყველა მეგობარი ახლა ძალიან დაკავებული უნდა იყოს". – წერს პავილიონისი ბენ ჯოჯესის Tweet-ზე, რომელმაც მელიას დაკავებაზე დაწერა, რომ ამით სარგებელს იღებს კრემლი, ივანიშვილი და მისი წრე.

"უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. ქართველებისთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი იქნება ამაში. კრემლს იყურება". – დაწერა ჰოჯესმა.

კომენტარები