მე-10 მოწვევის პარლამენტი

პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი ცოტახნის წინ, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

 

22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მეორედ გახდა პრემიერმინისტრი. 

კომენტარები