ვაქცინაცია

ღარიბაშვილი ვაქცინის შემოტანაზე: სხვა საშუალებებზეც ვმუშაობთ, ამ ეტაპზე საჯაროდ არ ითქმის

წელს, ისევე როგორც არის რეკომენდებული ჯანმოს მიერ, ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას, ამის გეგმა არსებობს.

პირველ კვარტალში დაიწყება ვაქცინების შემოტანა, საუბარია ასტრაზენეკაზე, ასევე ფაიზერზე, ამის ყველა საშუალება, ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკური, ყველაფერი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული, მეორე კვარტალში ჩვენ ველოდებით უფრო მეტი დოზით ვაქცინის შემოტანას.

სხვა საშუალებებზეც ვმუშაობთ, რომელიც ამ ეტაპზე საჯაროდ არ ითქმის...

ამბობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ვაქცინაციაზე. ჯერ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი დოზა არ არის შემოსული. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ვაქცინის შემოტანას თებერვლის შუა რიცხვებში გვპირდებოდნენ, ახლა ამბობენ, რომ "შეფერხების გამო", ვაქცინის 30 000 დოზა საქართველოში მარტის პირველ ან მეორე კვირაში იქნება.

კომენტარები