სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: ვითომ ლიბერტარიანული, თუ გაუგებარი პოლიტიკის შედეგს ვიმკით

ჩვენი ეს დესტრუქციული ოპონენტები ყოველთვის მიგვანიშნებენ, რომ აი, როგორი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ მათ 2006-07 წლებში. მაშინ მთელ მსოფლიოში იყო ეკონომიკური ბუმი, ყველგან. სხვათა შორის, რეგიონშიც აზერბაიჯანიც, სომხეთიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გვასწრებდა. ბევრი საამაყო მათაც არ აქვთ ამ მიმართულებით და რეალურად ჩემი ერთი ნათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მათ მიერ და სწორად ამ კონტექსტში მინდოდა განმარტება გამეკეთებინა. ის რაღაც გაუგებარი, ვითომ ლიბერტარიანული, თუ გაუგებარი პოლიტიკა, რომელიც თავს მოგვახვიეს ჩვენს ქვეყანას, დაანგრიეს ყველაფერი და ყველა დარგი მოსპეს, ჩვენ ამის შედეგებს ვიმკით...

მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა "გაპარტახდა", რასაც მედიის მიერ საზოგადოებისთვის რეალური მაჩვენებლების შეხსენება მოჰყვა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დამატებითი განმარტება გააკეთა. მან წინა ხელისუფლების ეკონომიკური მიღწევები "მსოფლიო ბუმს" მიაწერა.

კომენტარები