ჰოლივუდი

კამერონ დიასი კინოდან წასვლაზე: ძირითად დროს შვილს და ქმარს ვუთმობ

CinemaBlend

ჰოლივუდის მსახიობმა კამერონ დიასმა უკანასკნელი როლი 2014 წელს შეასრულა. ვარსკვლავმა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის, Avaline-ის, კინოდან წასვლისა და მომავალი გეგმების შესახებ რადიო SiriusXM-ის ეთერში ილაპარაკა.

"Avaline ერთადერთი სამსახურია, რომელსაც ყოველდღიურად დროს ვუთმობთ, თუ არ ჩავთვლით ცოლობასა და დედობას. ქალიშვილ რადიქსის დედობა და ბენჯი მადენთან ყოფნა ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ნაწილია. ყველაფერი გვერდზე გადავდე, რომ ამ მომენტით დავმტკბარიყავი, რომელსაც დიდი ხანი ველოდი. ვითამაშებ თუ არა კინოში? დაინტერესებული არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს. "არასოდეს თქვა არასოდეს". დღეს, როდესაც ერთი წლის შვილი მყავს, გადასაღებ მოედანზე 14-16 საათის გატარება ვერ წარმომიდგენია. კინოდან რომ არ წავსულიყავი ის დედა არ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ. ძალიან ბევრ ადამიანს არ ესმის ჩემი გადაწყვეტილების. ნაწილობრივ მათი მესმის, მაგრამ მსახიობობა რთული შრომაა, ასევე, ძალიან დიდი ენერგია იხარჯება საჯარო იმიჯზე, თამაშის გარდა მრავალი შეხვედრები, ინტერვიუები, ფილმების პიარი და მრავალი სხვა დამღლელი საქმის კეთება გიწევს". – ამბობს კამერონ დიასი.

დიასმა პირველი როლი 1994 წელს, ფილმ "ნიღაბში" შეასრულა. მსახიობს 40-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები და 4 ოქროს გლობუსის ნომინანტია. უკანასკნელი როლი 2014 წელს ფილმ "ენიში" შეასრულა.

კომენტარები