სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: ტიკარაძე თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, მას სრული მხარდაჭერა ექნება

გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას, გვიჩვენებს, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია.

ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება. ასევე, პრევენციული მედიცინის სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.

ჩვენი მთავარი ამოცანა ვაქცინაციაა და მინდა, ჩვენს ღირსეულ სამედიცინო პერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო...

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე. ჯერ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი დოზა არ არის შემოსული. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ვაქცინის შემოტანას თებერვლის შუა რიცხვებში გვპირდებოდნენ, ახლა ამბობენ, რომ "შეფერხების გამო", ვაქცინის 30 000 დოზა საქართველოში მარტის პირველ ან მეორე კვირაში იქნება.

კომენტარები