მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბერაძე ღარიბაშვილს: გამოვხატავ მხარდაჭერას წარმატებული მმართველის, კარგი პიროვნების მიმართ

ბატონო ირაკლი, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა, რომელიც თქვენი, როგორც წარმატებული მმართველისა და უბრალოდ კარგი პიროვნების მიმართ გამაჩნია. თქვენ იყავით ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად 2012 წელს იდექით ქვეყნის გადასარჩენად, სადარაჯოზე, სადაც გადიოდა – სიკვდილი ან გადარჩენა. იდექით მის სათავეებთან, ღირსეულ ადამიანებთან ერთად და მოხვედით ქართული ოცნების სახელით, ამ ღირებულებით მოდიხართ დღეს და მადლობა ამისთვის...

ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, ქართული ოცნების წევრმა რიმა ბერაძემ.

კომენტარები