ნიკა მელიას საქმე

გომელაური მელიაზე: ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ თუ 1 თვის შემდეგ, შეზღუდული არაა

ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის.

ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული? ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ...

თქვა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელიას საქმის აღსრულებაზე. ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. ამის გამო, ოპოზიციური ლიდერები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავდნენ. მეორე დილით გადადგა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში შეუთანხმებლობა დაასახელა. ამის შემდეგ, შს მინისტრმა დაკავების ღონისძიება შეაჩერა. ვახტანგ გომელაურის თქმით, "მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიებისას პრემიერის გადადგომა, არ იქნებოდა სწორი და გადავწყვიტე, გამეჩერებინა დაკავების ღონისძიება".

კომენტარები