ნიკა მელიას საქმე

ოპოზიცია: მზად ვართ, მივცეთ კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ 25 თებერვლის აქცია

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ოპოზიცია მზად არის, ხელისუფლებას შეთანხმების პარალელურად კომპრომისის სივრცე მისცეს და 25 თებერვლის აქცია გადადოს. ამის შესახებ ოპოზიციამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ჩვენ 25 თებერვალს გვქონდა დაანონსებული ოკუპაციის 100 წლის თავის აქცია, რომელშიც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მიიღებს და უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ.

იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა, ვიზრუნოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია". – თქვა ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ენმ-ის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს შანსია მთავრობისთვის, რომ გადადგან ნაბიჯი მოლაპარაკებისკენ ვადამდელ არჩევნებზე, გიორგი რურუას გათავისუფლებასა და ნიკა მელიას პოლიტიკური დევნის დასრულებაზე.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დღევანდელ მთავრობას იმ ნევროზული ვითარებაში, რომელიც შექმნილია მათი ნაბიჯების გამო, შანსი მივცეთ, რომ გადადგან ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯი. გადმოდგან ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, რეალური დიალოგისკენ ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებისთვის, გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის და პოლიტიკური დევნის მთლიანად დასრულებისთვის ამ ქვეყანაში, სადაც პირველ რიგში, საკითხი არის ნიკა მელია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად 25 თებერვალს და 31 მარტს აქციებს აქცია-მსველობები 15 თებერვალს დაანონსენს.

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები