კორონავირუსის ვაქცინა

Covid-ით ავადმყოფობა 95.8%-ით შემცირდა მათში, ვინც Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღო

Reuters

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, COVID-19-ით დაავადების რისკის 95.8%-ით შემცირდა იმ ადამიანებში, ვინც Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს. 

ვაქცინა ასევე 98%-ით ეფექტიანია სიცხისა თუ სუნთქვის პრობლემების თავიდან არიდებაში და 98.9%-ით ეფექტიანი – ჰოსიტალიზაციისა და გარდაცვალების თავიდან არიდებაში.

ეს მიგნებები ეფუძნება ისრაელში 13 თებერვლიდან შეგროვებულ მონაცემებს იმ ისრაელის მოქალაქეებზე, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მონაცემების შეგროვებიდან ორი კვირის წინ გაიკეთეს. 

სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, 30 იანვრამდე, დაახლოებით, 1.7 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა ვაქცინის ორივე დოზა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ Pfizer-ისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი კვლევით, რომელიც 19 თებერვალს გამოქვეყნდა, ვაქცინა ინფიცირებას ამცირებს 89.4%-ით ასიმპტომურ შემთხვევებში და 93.7%-ით სიმპტომურ შემთხვევებში.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის თითქმის ნახევარი სულ მცირე ერთი დოზით უკვე აიცრა, ნორმალური ცხოვრების დაბრუნების დაწყება შესაძლებელი გახდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე გამოუშვა აპლიკაცია Green Pass, რომელიც მიბმულია პირად სამედიცინო დოკუმენტებთან და ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს ან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდნენ, შეუძლიათ, ეს მონაცემი აჩვენონ სასტუმროებს, რათა შეუშვან ან დაესწრონ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს. 

ქვეყანაში მაღაზიები უკვე ყველასთვის გახსნილია. 

21 თებერვალს ისრაელის ქალაქებში, სადაც ვირუსის გადაცემის მაჩვენებელს აკონტროლებენ, დაწყებითი სკოლის მოსწავლეები და დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები სასწავლებლებს დაუბრუნდნენ. მომავალი თვის დასაწყისამდე სასწავლებლებს ასევე დაუბრუნდებიან საშუალო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც თითქმის ერთი წელი დისტანციურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს. 

მომავალ თვეში ეკონომიკის უფრო ფართომასშტაბიანად გახსნა იგეგმება. 

კომენტარები