დენვერი

დენვერის გარეუბანში დაზიანებული თვითმფრინავის ნაწილები ჩამოცვივდა

Broomfield Police / Twitter

აშშ-ში, ქალაქ დენვერის გარეუბანში ციდან თვითმფრინავის ნამსხვრევები ჩამოცვივდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, თვითმფრინავს ძრავი დაუზიანდა და მისი ნამსხვრევები საცხოვრებელ ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. დაზიანებული თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დენვერის აეროპორტში.

თვითმფრინავი ჰავაის შტატის დედაქალაქ ჰონოლულუსკენ მიემართებოდა, თუმცა დაზიანების გამო უკან დაბრუნება მოუწია. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები