კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გეგმა გვაქვს, მაისის ბოლომდე ავცრათ 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად

დღეს ვაქცინების გლობალური დეფიციტია მსოფლიოში, მაგრამ პროგნოზები ასეთია, რომ დაახლოებით აპრილ-მაისსა და ივნისში ვაქცინების ბაზარზე უკვე გამოჩნდება რიგი, დაახლოებით 4-5 ახალი დასახელების ვაქცინა, რომელიც მიიღებს ჯანმო-სა და ევროკავშირის ავტორიზაციას, მათმა რაოდენობებმა წესით და რიგით უნდა გააჯეროს ბაზარი. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება წელს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით 3,9 მლნ დოზა. აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000-ზე. ეს გარკვეულად გარანტირებულია. დამატებით ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ 2.5 მლნ დოზა მოვიპოვოთ. ამის პირველი ნაბიჯი მომავალ ორ კვირაში გაირკვევა ამ ე.წ. არაკოვაქსის მექანიზმის გზით ვაქცინების მოპოვებისა. არ ვსაუბრობ წინასწარ, მაგრამ ამას მოჰყვება 2-3 სერიოზული ხაზი ე.წ. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სადღაც მაისის ბოლომდე გეგმა გვაქვს, რომ ქვეყანაში ავცრათ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად, ანუ 400 000 აცრა მაისის ბოლომდე. ხოლო ივნისიდან უკვე დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როდესაც შეიქმნება უკვე შესაბამისი მარაგი, როგორც გლობალურად, ისე ჩვენს ქვეყანაში...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

კომენტარები