სამთავრობო ცვლილებები

თურნავა: ღარიბაშვილი კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024-ში EU-ს წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ

ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ 2024 წელს გავაკეთოთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი. ყველა ჩვენი რეფორმა არის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი მთავარი საგზაო რუკა.

ესაა ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ რეფორმები ჩქარდება და შეუქცევადია ევროპული და ევროატლანტიკური რეფორმების კურსი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომ ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე და მივაღწევთ ამ მნიშვნელოვან შედეგს...

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები