სამთავრობო ცვლილებები

თალაკვაძე ჯუანშერ ბურჭულაძეზე: გახლავთ შედეგზე ორიენტირებული, პროგრესული ადამიანი

მინისტრთა კაბინეტში სიახლე გახლავთ ის, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციას დაიკავებს ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე. მეც მქონდა პატივი მასთან წინა წლებში საქმიანი ურთიერთობის. შემიძლია გითხრათ, რომ ის გახლავთ შედეგზე ორიენტირებული პროგრესული ადამიანი, პროფესიონალი. მსურს, რომ თქვენი სახელით წარმატება ვუსურვო უკვე მინისტრთა კაბინეტში...

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა.

კომენტარები