სამთავრობო ცვლილებები

"კარგი მენეჯერი" – თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილმა თავისი მოადგილე წარადგინა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე იქნება, რომელიც ამ დრომდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"ის სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრიც". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

თავდაცვის მინისტრის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში მხოლოდ ერთი ადამიანი – ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი მისი მოადგილით შეცვალა. ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე იქნება. 

კომენტარები