პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების გაშლას აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
"ჩვენ სამართალდამცავებს წავუკითხეთ ჩვენი უფლებები - რომ შეგვეძლო პარლამენტის შენობის წინ გაგვეშალა კარავი, გაგვეგრძელებინა პროტესტი, პასუხად მივიღეთ აგრესია. დაკავებულია ათამდე აქტივისტი. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლეს ყველა აქტივისტი, ვინც დააკავეს". – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან ინტერვიუში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.